The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნიჟარაძე

ალექსანდრე ნიჟარაძე
სხვა სახელი:ალიკ ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:18 დეკემბერი, 1991  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს.

1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1967 წლიდან  დოცენტი, 1982 წლიდან კი პროფესორი იყო; 1956 წლიდან დაიწყო საკონცერტო მოღვაწეობა, შემოიარა საქართველოსა და სსრკ-ს ქალაქები, მოგვიანებით საზღვარგარეთის ქვეყნები(გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი); 1960 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს–შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი გახდა; მისი დაკვრა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საშემსრულებლო კულტურით; რეპერტუარში ძირითადად ჰქონდა კლასიკური და რომანტიკული საფორტეპიანო ლიტერატურის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები; პიანისტი, ანსამბლისტი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 196

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი (I კონკურსი)

გააზიარე: