The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე წუწუნავა

ალექსანდრე წუწუნავა
Date of birth:28 January, 1881
Date of death:25 October, 1955  (at 74 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი.

1900 წელს  მსახიობად ჩაირიცხა ქუთაისის თეატრის დასში, სადაც მუშაობდა ლადო მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1910 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდია სარეჟისორო განხრით. იყო კ. სტანისლავსკის შემოქმედებითი პრინციპების გამგრძელებელი. 1910 წლიდან ალექსანდრე წუწუნავა სხვადასხვა დროს მუშაობდა ჭიათურის თეატრში, თბილისის სახალხო სახლში, ქართულ და რუსულ თეატრებში, სარატოვის, ბაქოს ქართულ და სხვა თეატრებში. მან დიდი როლი ითამაშა ქართული პროფესიული რეჟისორული ხელოვნების განვითარებაში. დრამატულ სცენებზე დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: გ. დ ანუნციოს "იორიოს ასული", გ. გედევანიშვილის "მსხვერპლი", ნ. გოგოლის "რევიზორი", ა. ყაზბეგის "არსენა", ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?", "ჯანყი გურიაში"(ე. ნინოშვილის მიხედვით), ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან" და სხვ. 1915–1955 წლებში იგი სათავეში ედგა თბილისის საოპერო თეატრს, იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მთავარი რეჟისორი. იყო ეროვნული ოპერის შექმნის ერთ–ერთი ორგანიზატორი და პირველი ქართული ოპერების– დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა", პირველი დამდგმელი. ალექსანდრე წუწუნავამ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინოხელოვნებაში. იგი იყო ქართული ეროვნული  კინემატოგრაფიის ფუძემდებელი. გადაღებული აქვს ფილმები: პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე"(1916, მისივე სცენარის მიხედვით), "ხანუმა" (1946), "ორი მონადირე" (1926), "ვინ არის დამნაშავე?" (1925), "ჯანყი გურიაში" (1928) და სხვ. თეატრალური მოღვაწე. მის სახელს ატარებს ოზურგეთის დრამატული თეატრი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.351

Awards and Honors

  • 1934 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
    შალვა მშველიძის "ამბავი ტარიელისა"–ოპერის დადგმისათვის
  • ლენინის ორდენი

Share: