შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვათანი, სენაკის მაზრა, ახლანდელი აბაშის რაიონი. დაამთავრა ბონის (გერმანია) აგრონომიული აკადემია 1921 წელს პირველი ხარისხის სწავლული აგრონომის წოდებით. 1923 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით არჩეულ იქნა ზოოტექნიკის კათედრის დოცენტად, შემდგომ აგრონომიული ფაკულტეტის მდივნად; 1926 სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის შინაურ ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრას; დაამუშავა საქართველოში აგრონოომიული განათლების მეთოდიკის საკითხები; ფართო ექსპერიმენტული მუშობა გაშალა მუხრანის სასწავლო მეურნეობაში და კათედრის სასწავლო-ექსპერიმენტულ ჯოგებში(ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის შესწავლა, ზოგიერთი შემოყვანილი ჯიშის აკლიმატიზაციისა და ადგილობრივი ჯიშის აკლიმატიზაციისა და ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარების საკითხები, ცხოველთა წარმოშობა და ჯიშური დიაგნოსტიკა). ზოოტექნიკოსი, ზოოტექნიკური მეცნიერების, გენეტიკური განათლებისა და კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. 1926 წლიდან საქართველოს მუზეუმში სამეცნიერო საბჭოს და ჟურნალ "საქართელოს მუზეუმის მოამბის" სარედაქციო კოლეგიის წევრად მუშაობდა. 1927 წელს დანიშნულ იქნა საქართველოს მუზეუმის დირექტორის მოადგილედ. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰალეს ინსტიტუტში არსებული ძროხის ევროპული ჯიშების ჩონჩხის აგებულების შედარებითი დახასიათება(გამოკვლევა)", დაიცვა 1923 წელს ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.96; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 5 .-თბ., 1980.-გვ.204; საქართველოს მუზეუმის მოამბე: ტ.4. – ტფ., 1928. – გვ.I-VIII.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |