The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ იოსელიანი

ნიკოლოზ იოსელიანი
Other name:ჯვებე
Date of birth:13 August, 1894
Date of death:9 March, 1928  (at 33 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვათანი, სენაკის მაზრა, ახლანდელი აბაშის რაიონი.

დაამთავრა ბონის (გერმანია) აგრონომიული აკადემია 1921 წელს პირველი ხარისხის სწავლული აგრონომის წოდებით.

1923 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით არჩეულ იქნა ზოოტექნიკის კათედრის დოცენტად, შემდგომ აგრონომიული ფაკულტეტის მდივნად; 1926 სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის შინაურ ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრას; დაამუშავა საქართველოში აგრონოომიული განათლების მეთოდიკის საკითხები; ფართო ექსპერიმენტული მუშობა გაშალა მუხრანის სასწავლო მეურნეობაში და კათედრის სასწავლო-ექსპერიმენტულ ჯოგებში(ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის შესწავლა, ზოგიერთი შემოყვანილი ჯიშის აკლიმატიზაციისა და ადგილობრივი ჯიშის აკლიმატიზაციისა და ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარების საკითხები, ცხოველთა წარმოშობა და ჯიშური დიაგნოსტიკა). ზოოტექნიკოსი, ზოოტექნიკური მეცნიერების, გენეტიკური განათლებისა და კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

1926 წლიდან საქართველოს მუზეუმში სამეცნიერო საბჭოს და ჟურნალ "საქართელოს მუზეუმის მოამბის" სარედაქციო კოლეგიის წევრად მუშაობდა. 1927 წელს დანიშნულ იქნა საქართველოს მუზეუმის დირექტორის მოადგილედ. 

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰალეს ინსტიტუტში არსებული ძროხის ევროპული ჯიშების ჩონჩხის აგებულების შედარებითი დახასიათება(გამოკვლევა)", დაიცვა 1923 წელს ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.96; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 5 .-თბ., 1980.-გვ.204; საქართველოს მუზეუმის მოამბე: ტ.4. –  ტფ., 1928. – გვ.I-VIII.


Share: