The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბელ ბაირამაშვილი

დაბადების თარიღი:1856
გარდაცვ. თარიღი:1908  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთისძირის სასაფლაო, სოფელი კახი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი(ისტორიული ჰერეთის ტერიტორია).

 დაამთავრა ზაქათალის ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

პირველი ჰერელი იყო, რომელმაც განათლება მიიღო. ქართულ ენას ასწავლიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ – თბილისში სასულიერო სასწავლებელში და ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში. განათლებული და ღრმად მოაზროვნე ადამიანი იყო. მის პირად ბიბლიოთეკაში მრავალი იშვიათი გამოცემა, იმდროინდელი მეცნიერებისა თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუში იყო თავმოყრილი. განაგრძობდა მამის დაწყებულ საქმეს – ჰერებისთვის მიწების დაბრუნებას ელისუს ხანებისგან. სიცოცხლის ბოლო ხანებში მან მიაღწია კიდეც მიზანს. არცერთი საზოგადოებრივი საქმე არ ჩატარდებოდა ჰერეთში, რომ არ ყოფილიყო მისი ხელმძღვანელი და ინიციატორი. 1906 წელს, როდესაც სახელმწიფო "დუმის" არჩევნები ტარდებოდა ერთხმად დაასახელეს საარჩევნო კომიტეტის თავჯდომარედ ზაქათალაში. ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე და მასწავლებელი. იმ დროს, როდესაც საქართველოში ქართული ენა იდევნებოდა, ის არამარტო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენას, ივანე როსტომაშვილთან ერთად ქართული ლიტერატურის წრეებიც ჰქონდა დაარსებული. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გამუდმებით ზრუნავდა ჰერელი ახალგაზრდების სწავლაზე. მისი ინიციატივით ბევრი ჰერელი ახალგაზრდა გაიგზავნა სხვადასხვა სასწავლებლებში. იყო ინიციატორი ჰერეთში სოფლის მეურნეობის აყვავებისაც. საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: