Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბელ ბაირამაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახი(ისტორიული ჰერეთის ტერიტორია). დაამთავრა ზაქათალის ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი. პირველი ჰერელი იყო, რომელმაც განათლება მიიღო. ქართულ ენას ასწავლიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ – თბილისში სასულიერო სასწავლებელში და ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში. განათლებული და ღრმად მოაზროვნე ადამიანი იყო. მის პირად ბიბლიოთეკაში მრავალი იშვიათი გამოცემა, იმდროინდელი მეცნიერებისა თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუში იყო თავმოყრილი. განაგრძობდა მამის დაწყებულ საქმეს – ჰერებისთვის მიწების დაბრუნებას ელისუს ხანებისგან. სიცოცხლის ბოლო ხანებში მან მიაღწია კიდეც მიზანს. არცერთი საზოგადოებრივი საქმე არ ჩატარდებოდა ჰერეთში, რომ არ ყოფილიყო მისი ხელმძღვანელი და ინიციატორი. 1906 წელს, როდესაც სახელმწიფო "დუმის" არჩევნები ტარდებოდა ერთხმად დაასახელეს საარჩევნო კომიტეტის თავჯდომარედ ზაქათალაში. ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე და მასწავლებელი. იმ დროს, როდესაც საქართველოში ქართული ენა იდევნებოდა, ის არამარტო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენას, ივანე როსტომაშვილთან ერთად ქართული ლიტერატურის წრეებიც ჰქონდა დაარსებული. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გამუდმებით ზრუნავდა ჰერელი ახალგაზრდების სწავლაზე. მისი ინიციატივით ბევრი ჰერელი ახალგაზრდა გაიგზავნა სხვადასხვა სასწავლებლებში. იყო ინიციატორი ჰერეთში სოფლის მეურნეობის აყვავებისაც. საზოგადო მოღვაწე. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |