Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცეცილია წუწუნავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია მასწავლებლის წოდებით 1911 წელს. 1912-1913 წწ. მოღვაწეობს ოზურგეთსა და ბათუმში სცენისმოყვარედ. 1913-1916წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სოხუმში. პარალელურად გამოდის სცენებზეც. 1920–1926 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, 1926–1928 წლებში თბილისის "წითელ თეატრში", 1928–1956 წლებში კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სალიხე (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), კაროჟნა(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), მაკა (შ. დადიანის "კაკალ გულში"), დარეჯანი(ი. ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანი?!"), ანა ანდრეევნა(ნ. გოგოლის "რევიზორი"), მარსელინა(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლირსა (პ.კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"). მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კინოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარინე ("ქრისტინე", 1916), სალიხე("ვინ არის დამნაშავე?", 1925) კნეინა ("ქეთო და კოტე", 1948), ეფროსინე ("ჭრიჭინა", 1953) და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.352; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.63-64 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |