The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დვანაძე

გიორგი დვანაძე
დაბადების თარიღი:1829
გარდაცვ. თარიღი:1886  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, კასპის რაიონი.

სწავლობდა გორის სამაზრო სასწავლებელში.

იყო გიორგი ერისთავის დასის ერთ–ერთი პირველი წევრი; 1856 წელს თეატრის დაშლის შემდეგ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას მოჰკიდა ხელი; პარალელურად მონაწილეობდა სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში; ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ჟურნალ "ცისკარში" ბეჭდავდა ლექსებს (მის ლექსებზე შემდეგ სიმღერებს ქმნიდნენ); ცილისწამების ნიადაგზე (დააბრალეს კაცის მოკვლა) 10 წლით კატორღა და სამუდამოდ ციმბირში გადასხახლება მიუსაჯეს; 1886 წელს შეწყალეს და გაათავისუფლეს, მაგრამ სამშობლოში ვეღარ ჩამოაღწია; გ. ერისთავის თეატრში შესრულებული როლები: დავით სერაშიძე, აზნაური გვერდელაძე (ზ. ანტონოვის "მინდა კნეინა გავხდე" და "ქმარი ხუთი ცოლისა"), მარტირუზა, ხარაზი ასანა (გ. ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი" და "თილისმის ხანი"); ასევე წერდა პიესებს; 1852–1853წწ. დაიდგა მისი პიესა – "სახლი კუკიაში"; 1878 წელს გამოიცა მის მიერ დაწერილი პოემა – "ყარაბაღელი ყაჩაღი ასლან ბეგი"; ასევე საინტერესოა ციხეში დაწერილი ავტობიოგრაფია – "სიყმაწვილიდან ჩემი ცხოვრება", რომელიც საინტერესო ფაქტობრივ მასალას შეიცავს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.394; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.864

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: