The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ზუბალაშვილი

ზაქარია ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1810
გარდაცვ. თარიღი:1877  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1835 წელს და მიიღო მედიცინისა და ქირურგის დოქტორის ხარისხი.

დერპტის უნივერსიტეტში მიიღო ექიმის წოდება 1836 წელს. 1837 წლიდან მუშაობდა დუშეთისა და ახალციხის მაზრებში ექიმად. 1844 წელს სადისერტაციო ნაშრომისა და საექიმო დსამსახურებისათვის მიენიჭა შტაბ–მკურნალის წოდება. მან უშუალო მონაწილეობა მიიღო საქართველოში ქოლერის (1838, 1842, 1854) და შავი ჭირის (1865) ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1846 წელს პირველად ქართულ ენაზე გამოსცა "შემოკლებითი დარიგება ჯეროვანის ხმარებისათვის ქინაქინის მარილისა ადვილმოსარჩენად დღეგამოშვებითის ცივებისა".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.4.–თბ.,1979.–გვ.540

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, ერთ–ერთი დამაარსებელი

გააზიარე: