შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით აგლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. ჰალე-ვიტენბერგის(გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი 1925 წელს. 1925-1947წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1929-1930წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის მდივანი, 1930-1932წწ. ზოოტექნიკური ფაკულტეტის დეკანი; 1932-1936წწ. და 1939-1945წწ. საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში, 1939-1939წწ. ზოოტექნიკური ფაკულტეტის დეკანია და ერთდროულად ხელმძღვანელობს ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრას; 1947-1973წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე; მის ნაშრომებში გაშუქებულია ცხვრის მეტიზაციის, მატყლის სტანდარტიზაციის, ხევსურული ძროხის ოსტეოლოგიის, აგრეთვე საქართველოს მეცხოველეობის სხვა საკითხები; თარგმნა კლასიკური ნაშრომები გენეტიკაში, დაამუშავა ქართული ზოოტექნიკური ტერმინოლოგიის საკითხები. ზოოტექნიკოსი, საქართველოში გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი(1930). წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.119; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 1 .-თბ.,1975.-გვ.58 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |