The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აგლაძე

დავით აგლაძე
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1900
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1976  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ჰალე-ვიტენბერგის(გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი 1925 წელს.

1925-1947წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1929-1930წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის მდივანი, 1930-1932წწ. ზოოტექნიკური ფაკულტეტის დეკანი; 1932-1936წწ. და 1939-1945წწ. საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში, 1939-1939წწ. ზოოტექნიკური ფაკულტეტის დეკანია და ერთდროულად ხელმძღვანელობს ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრას; 1947-1973წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე; მის ნაშრომებში გაშუქებულია ცხვრის მეტიზაციის, მატყლის სტანდარტიზაციის, ხევსურული ძროხის ოსტეოლოგიის, აგრეთვე საქართველოს მეცხოველეობის სხვა საკითხები; თარგმნა კლასიკური ნაშრომები გენეტიკაში, დაამუშავა ქართული ზოოტექნიკური ტერმინოლოგიის საკითხები. ზოოტექნიკოსი, საქართველოში გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი(1930).

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.119; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 1 .-თბ.,1975.-გვ.58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1925 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: