Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ დიასამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცინარეთი, შუახევის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია–გეოგრაფიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1969 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2006 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური დეპარტამენტის სრული პროფესორი და იმუნოგენეტიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგეა; მისი კვლევის ძირითადი სფეროა ციტრუსების, ჩაისა და ზოგიერთი ხეხილოვანი მცენარის სელექციისა და გენეტიკის პრობლემები; მისი ბოლო პერიოდის გამოკვლევა ეხება სისხლის ერითროციტული ჯგუფის ანტიგენების გენოგეოგრაფიას აჭარის მოსახლეობის პოპულაციაში და მათ ასოცირებას სხვადასხვა სახის პათოლოგიასთან; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.401; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ. 248 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |