The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიჭიკო დიასამიძე

ბიჭიკო დიასამიძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 2020  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვიახიძეები, შუახევის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს.

1970-1992წწ. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1992-1997წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა სამეცნირო და საზოგადო თანამდებობებზე; 2009 წლიდან არის იმავე უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სრული პროფესორი; 2010 წლიდან პროფესორ–ემერიტუსი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია – "ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (I-Xსს.)";  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.402; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.76

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: