The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე პაჭკორია

კირილე პაჭკორია
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 1967  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიაში, წალენჯიხის რაიონი.

დაწყებითი განათლება ფოთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

1903–1907წწ. მან ფოთში გაიცნო  ქართული სიმღერის დიდი მოამაგე ავქსენტი მეგრელიძე, რომლის გუნდშიც მღეროდა ოთხი წლის განმავლობაში(ფოთი); მან შეისწავლა ბევრი სიმღერისა და საგალობლის ყველა ხმა; 1908 წელს ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი გუდაუთაში, 1911 წელს ძ. ლოლუას გუნდის სოლისტი იყო, პარალელურად 1918 წელს ოჩამჩირეში შექმნა მომღერალთა გუნდი; ძ. ლოლუას გარდაცვალების შემდეგ, 1924 წელს მის გუნდს სათავეში ჩაუდგა კ. გეგეჭკორი, რომელიც მალე კირილე პაჭკორიამ შეცვალა; 1927 წლიდან გუნდი წარმატებით გამოდიოდა ოლიმპიადებზე, კონცერტებს მართავდა მოსკოვში, ლენინგრადში, ხარკოვსა და ბაქოში; 1936 წლიდან ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდს, რომელიც 1937 წელს წარმატებით გამოვიდა ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში; დეკადის შემდეგ კონცერტები გამართა სსრკ სხვადასხვა ქალაქებში; 1940 წლიდან ის საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ერთ–ერთი დირიჟორი იყო(დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის განხრით); ათეული წლების მანძილზე მან მრავალი ხალხური მომღერალი და ლოტბარი აღზარდა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 212

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: