The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეფანე გაგუა

დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1926  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბედათი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი 1875 წელს. 1876 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ დატოვა ის და 1877 წელს შევიდა გორის საოსტატო სემინარიაში.

1881 წელს დანიშნეს ქუთაისის პირველი საქალაქო ექვსკლასიანი სასწავლებლის ინსპექტორად; 1882 წელს გადაიყვანეს ხონის ორკლასიანი დაწყებითი სკოლის ზედამხედველად; 1888 წელს გადაიყვანეს ზუგდიდში ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებლის ზედამხედველად; 1893 წელს იგი კვლავ ხონში დაბრუნდა თავის ადრინდელ თანამდებობაზე; ექვსი წლის შემდეგ სამუშაოდ გადავიდა ხონის სამკლასიან საქალაქო სასწავლებელში; 1899 წელს თბილისში წარმატებით ჩააბარა გამოცდები საქალაქო სკოლის მასწავლებლის წოდების მისაღებად; 1902 წელს კვლავ ქუთაისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში; ორი წლის შემდეგ ხონის საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე მიიწვიეს, შემდეგ ქუთაისის მეორე საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს; ქუთაისში იგი 1916 წლამდე დარჩა და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1908 წელს მისი თაოსნობით მის მშობლიურ სოფელ აბედათში გაიხსნა დაწყებითი სასწავლებელი სასოფლო-სამეურნეო განხრით; ხონში დააარსა აგრეთვე ქალთა დაწყებითი სკოლა; 1917 წელს აირჩიეს ქალაქ ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც მან ორი წელი დაჰყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი დააწინაურეს ფოთის პირველი შრომის სკოლის გამგედ. თავისი სიცოცხლის უკანაკსნელ წლებში მუშაობდა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმისა და ცხრაწლიანი შრომის სკოლის მასწავლებლად. წერდა ლექსებსა და მოთხრობებს; აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net


გააზიარე: