Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სტეფანე გაგუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აბედათი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი 1875 წელს. 1876 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ დატოვა ის და 1877 წელს შევიდა გორის საოსტატო სემინარიაში. 1881 წელს დანიშნეს ქუთაისის პირველი საქალაქო ექვსკლასიანი სასწავლებლის ინსპექტორად; 1882 წელს გადაიყვანეს ხონის ორკლასიანი დაწყებითი სკოლის ზედამხედველად; 1888 წელს გადაიყვანეს ზუგდიდში ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებლის ზედამხედველად; 1893 წელს იგი კვლავ ხონში დაბრუნდა თავის ადრინდელ თანამდებობაზე; ექვსი წლის შემდეგ სამუშაოდ გადავიდა ხონის სამკლასიან საქალაქო სასწავლებელში; 1899 წელს თბილისში წარმატებით ჩააბარა გამოცდები საქალაქო სკოლის მასწავლებლის წოდების მისაღებად; 1902 წელს კვლავ ქუთაისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში; ორი წლის შემდეგ ხონის საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე მიიწვიეს, შემდეგ ქუთაისის მეორე საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს; ქუთაისში იგი 1916 წლამდე დარჩა და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1908 წელს მისი თაოსნობით მის მშობლიურ სოფელ აბედათში გაიხსნა დაწყებითი სასწავლებელი სასოფლო-სამეურნეო განხრით; ხონში დააარსა აგრეთვე ქალთა დაწყებითი სკოლა; 1917 წელს აირჩიეს ქალაქ ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც მან ორი წელი დაჰყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი დააწინაურეს ფოთის პირველი შრომის სკოლის გამგედ. თავისი სიცოცხლის უკანაკსნელ წლებში მუშაობდა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმისა და ცხრაწლიანი შრომის სკოლის მასწავლებლად. წერდა ლექსებსა და მოთხრობებს; აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |