The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჭიაურელი

მიხეილ ჭიაურელი
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1894
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 1974  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა 1912 წელს.

1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრებში, როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს თბილისში დააარსა სატირის თეატრი. 1925–1927 წლებში იყო მუშათა თეატრისა და "წითელი თეატრის" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ქართულ სცენაზე შეასრულა 60–ზე მეტი როლი და დადგა 30–მდე სპექტაკლი. 1921 წლიდან, როგორც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "არსენა ჯორჯიაშვილი"(არსენა, 1921), "სურამის ციხე"(ოსმან–აღა, 1923), "ნათელა"(ჯონდო, 1926), "ხანუმა"(სიკო, 1927) და სხვ. მხატვრულად გააფორმა ფილმები: "სურამის ციხე"(1923), "სამანიშვილის დედინაცვალი"(1927). მისი რეჟისორობით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "პირველი კორნეტი სტრეშნევი"(1928), "საბა"(1929), "უკანასკნელი საათი"(1928), "ხაბარდა"(1931), "უკანასკნელი მასკარადი"(1934), პირველი ქართული ხმოვანი ფილმი–"არსენა"(1937), "დიადი განთიადი"(1938), "გიორგი სააკაძე"(1942–1943), "ფიცი"(1946), "ბერლინის დაცემა"(1949), "დაუვიწყარი 1919 წელი"(1951), "ოთარაანთ ქვრივი"(1957), "გენერალი და ზიზილები"(1964), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(1965) და სხვ. გადაღებული აქვს აგრეთვე მულტიპლიკაციური ფილმები: "განთიადის მომღერალი"(1967), "როგორ მარხავდნენ თაგვები კატას"(1969), "ქირურგი მამალი"(1970), "რწყილი და ჭიანჭველა"(1972), "სახლი"(1974) და სხვ.

წყარო:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.11.–თბ.,1987.–გვ.396

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1940-1974)
  • საქართველოს კინომატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1965-1977)
  • სსრკ I-III მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - კარლოვი–ვარის VII საერთაშორისო კინოფესტივალი , დიდი პრიზი, ფილმისათვის–"დაუვიწყარი 1919 წელი", 1951
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის–"ბერლინის დაცემა", 1949
  • 1950 - დიდი პრიზი კარლოვი–ვარის V საერთაშორისო კინოფესტივალი
    ფილმისათვის–"ბერლინის დაცემა", 1949
  • 1948 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის–"ფიცი", 1946
  • 1946 - ვენეცისს VII საერთაშორისო კინოფესტივალი, ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი, ფილმისათვის–"ფიცი", 1946
  • 1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის–"გიორგი სააკაძე" II სერია, 1943
  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის–"გიორგი სააკაძე" I სერია, 1942
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის–"არსენა", 1937
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისათვის–"დიადი განთიადი", 1937
  • ჩეხოსლოვაკიის "თეთრი ლომის" II ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: