The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დიასამიძე

მიხეილ დიასამიძე
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1913
გარდაცვ. თარიღი:3 ივნისი, 1992  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. კურსკი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი, სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გაღმა ვანი, ვანის რაიონი.

დაამთავრა სამხედრო მეთაურთა სკოლა ბაქოში 1933 წელს.

1933 წელს დაინიშნა ქ. ნოვოროსიისკში 22–ე წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის 65–ე პოლკის ოცეულის მეთაურად; 1937 წლიდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მეთაურობდა პოლკის სკოლასა და ბატალიონს; 1938 წელს მონაწილეობდა იაპონელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ხასანის ტბასთან; 1958 წელს მისი ხელმძღვანელობით მეომრებმა ქ. კურსის მახლობლად გააუვნებელყვეს ომის წლებში გერმანული ფაშისტების მიერ დანაღმული ველი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები; საბჭოთა გვარდიის პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.402; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - საბჭოთა კავშირის გმირი
    II მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის

გააზიარე: