შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ დიასამიძე![]()
ბიოგრაფია1877 წელს ა. თუთაევთან ერთად გორში თავისი ხარჯით გადააკეთა ძველი როტონდა და იქ თეატრი დაარსა; მას საკუთარ სახლებში (თბილისი, სოფლები: საქაშეთი, ბრილი) მოწყობილი ჰქონდა სალონები, სადაც მართავდა ლიტერატურულ შეხვედრებს (ე. წ. "ორშაბათები"), თეატრის წარმოდგენებს; 1877 წელს მისი აქტიური მონაწილეობით სოფელ რუისში საქველმოქმედო მიზნით დაარსდა საზოგადოებრივი ბანკი, რომელსაც ერთხანს თვითონვე ხელმძღვანელობდა (კ. მამაცაშვილთან ერთად); 1892 წელს სოფელ ბრილში, მის სახლში, მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზეთ "კვალის" დამფუძვნებელი კრება; გაზეთ "დროებაში" აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ და განათლების საკითხებზე; მოკლეს რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა; ამ ფაქტს ა. წერეთელმა, რომელსაც მასთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, უძღვნა ლექსი "ნიკო დიასამიძის სახსოვრად". ქველმოქმედი. ნინო დიასამიძე-ბებუთოვის მეუღლე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.402; საქართველოს თავად-აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცებეს ვებ - გვერდი: nobility.pro; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.869
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |