შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოდესა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1930 წელს. 1936 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დარიკო("დარიკო", 1936), ნესტან–დარეჯანი ("ქაჯეთი", 1936), მარო ("დაგვიანებული სასიძო", 1939), აგრონომი თამარი ("მეგობრობა", 1949), თავადის ქალი("დავით გურამიშვილი", 1946), ეკატერინე ("აკაკის აკვანი", 1947), თეკლე ("ქეთო და კოტე", 1948), ელენე ("ბედნიერი შეხვედრა", 1949), თამარი ("ჭრიჭინა", 1954), მარიამი ("ბაში–აჩუკი", 1956), დარეჯანი ("ორი ოჯახი", 1958), ექიმი ("ენგურის ნაპირებზე", 1961), თავადის ქალი ("აბესალომ და ეთერი", 1966), მთვარისა ("ტარიელ გოლუა", 1968), თარაშ ემხვარის დედა ("მთვარის მოტაცება", 1972). 1949–1950 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. მწერალ იოსებ მამაცაშვილის შვილშვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.236; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |