The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ციციშვილი

თამარ ციციშვილი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1988  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1930 წელს.

1936 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დარიკო("დარიკო", 1936), ნესტან–დარეჯანი ("ქაჯეთი", 1936), მარო ("დაგვიანებული სასიძო", 1939), აგრონომი თამარი ("მეგობრობა", 1949), თავადის ქალი("დავით გურამიშვილი", 1946), ეკატერინე ("აკაკის აკვანი", 1947), თეკლე ("ქეთო და კოტე", 1948), ელენე ("ბედნიერი შეხვედრა", 1949), თამარი ("ჭრიჭინა", 1954), მარიამი ("ბაში–აჩუკი", 1956), დარეჯანი ("ორი ოჯახი", 1958), ექიმი (("ენგურის ნაპირებზე", 1961), თავადის ქალი ("აბესალომ და ეთერი", 1966), მთვარისა ("ტარიელ გოლუა", 1968), თარაშ ემხვარის დედა ("მთვარის მოტაცება", 1972). 1949–1950 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. კინომსახიობი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.236; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: