The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ რატილი

იოსებ რატილი
ოფიციალური სახელი:იოსებ ნავრატილი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1840
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 1912  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაო (კათოლიკეთა უბანი), თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პარდუბიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა.

მუსიკალური განათლება მიიღო პრაღის კონსერვატორიაში.

მღეროდა პრაღისა და სხვა ქალაქების ოპერის თეატრებში; 1878 წლიდან გამოდიოდა ჰელსინკის ოპერის თეატრში; გასტროლები გამართა რუსეთის სხვადასხავა ქალაქში; 1880 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ტენორი), აქ დაუახლოვდა ქართველ მუსიკოსებს (ა. ბენაშვილს, მ. ბალანჩივაძეს, ი. კარგარეთელს, კ. მაღრაძეს, ხ. სავანელს, ფ. ქორიძეს, ზ. ჩხიკვაძეს); იყო ასევე ლოტბარი; გაეცნო ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს, მოიხიბლა თვითმყოფი, მდიდარი მრავალხმიანი სიმღერებით; 1885 წელს ის სათავეში ჩაუდგა ლ. აღნიაშვილის ხალხური სიმღერის გუნდს; 1890 წელს შეადგინა ცალკე გუნდი; პროპაგანდას უწევდა ქართულ სიმღერას; ჩაწერა და დაამუშავა რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა; მის შესახებ გადაღებულია ფილმი "გმადლობ, ნავრატილ" (1985).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 225


გააზიარე: