Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გლახა ციციშვილი![]()
Biographyგლახა ციციშვილი იყო XVIII საუკუნის I ნახევრის შუა წლების აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ბოლნისის მოურავი. 1747 წელს მიემხრო აბდულა–ბეგს და იბრძოდა ერეკლე II–ის წინააღმდეგ. 1749 წელს ერეკლემ აიღო ბოლნისი, აბდულა–ბეგის სხვა მომხრეებთან ერთად გლახა ციციშვილი დააპატიმრა და თბილისში მიიყვანა. დაპატიმრებულთა განთავისუფლების საფასურად აბდულა–ბეგმა დათმო ბირთვისის ციხე. გლახა ციციშვილმა მონაწილეობა მიიღო პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში, რისთვისაც, დარბაზის გადაწყვეტილებით, ენა ამოჰკვეთეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.235
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |