The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ციციშვილი

დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 1970  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტროგრადის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1916 წელს.

1918 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის ასისტენტი, 1925 წლიდან დოცენტი, 1925–1955 წლებში ორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი. ნინო ციციშვილმა უდიდესი ამაგი დასდო ქართველი ქიმიკოსების აღზრდას. მისი მეცნიერული შრომები ეძღვნება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ქიმიურ კვლევებსა და სხვ. პროფესორი (1930), პირველი პროფესორი ქალი ქიმიაში.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.236

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1942-1978)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: