The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ რჩეულიშვილი

მიხეილ რჩეულიშვილი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:1994  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაზისუბანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1929 წელს.

1927 წლიდან მუშაობას იწყებს პროფ. ი. ჯანდიერთან, ახლად დაარსებულ საქართველოს მიწსახკომის ცენტრალურ ზოოტექნიკურ საცდელ სადგურში; 1929 წელს იგზავნება ქ. ლენინგრადში სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებულ ზოოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც სწავლობს კრანეოლოგიური და ოსტეოლოგიური კვლევის მეთოდებს, შემდგომ ქ. მოსკოვში ექსპერიმენტალური ბიოლოგიის ინსტიტუტში და ცენტრალურ გენეტიკურ სადგურში ეუფლება ზოგადი გენეტიკის და ცხვრის გენეტიკის კვლევის მეთოდებს; 1932-1940წწ. შეთავსებით მუშობს მეცხვარეობის ზონალურ საცდელ სადგურში ცხვრის გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელად და მატყლის მცოდნეობის ლაბორატორიის გამგედ, მასვე ევალება სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება; 1940 წლიდან მუშობს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ზოოლოგიის სექტორში და შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად და მისივე ინიციატივით შექმნილ ცხოველთა წარმოშობისა და ევოლუციის ლაბორატორიის გამგედ; 1958 წლიდან საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო ნაწილში; 1959-1975წწ. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა გენეტიკის განყოფილება; 1976 წელს მისივე თაოსნობით საქართველოს სსრ მეცნიერების აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტთან დაარსდა მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლების ბიოლოგიური საფუძვლების ლაბორატორია; გამოიკვლია და დაამუშვა მომთაბარე მეცხოველეობის რაციონალიზაციისა და ინტენსიფიკაციის ორიგინალური სისტემები; საქართველოში პირველმა დაიწყო მომთაბარე მეხორცული მეცხვარეობისა და ექსტრემალურ პირობებში ზებუსთან შეჯვარებით მეხორცული მეძროხეობის განვითარების შესწავლა, აგრეთვე ადგილობრივი ცხვრების გენოფონდის გამოკვლევა და ენდემურ სასწავლო-სამეცნიერო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და გამოყენების პრობლემების დამუშვება. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი(1947), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1956), პროფესორი(1960), ზოოტექნიკოსი. დაჯილდოებულია მედლებით.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.151; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 8 .-თბ.,1984.-გვ.521

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1975-1979)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის ინტენსიფიკაციის პრობლემების სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1976-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: