The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ნატროშვილი

არჩილ ნატროშვილი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1980  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1931 წელს.

1928-1930წწ. მუშობს საქართველოს მერძეული მესაქონლეობის კავშირის მეცხვარეობის ზოოტექნიკოსად; 1931-1933წწ. საქართველოს კოლმეურნეობის ცენტრში უფროს ზოოტექნიკოსად და საქართველოს მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სანაშენე საქმის განყოფილებაში; 1937-1941წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცხვარეობა-მეთხეობის განყოფილების გამგედ; 1940-1949წწ. საგარეჯოს რაიონის უდაბნოს საბჭოთა მეურნეობის დირექტორად; 1949-1956წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; 1956-1980წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ მეცხვარეობის განყოფილების და შემდგომ ცხვრის მოშენების ლაბორატორიას ხელმძღვანელად. ზოოტექტიკოს-სელექციონერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1952). დაჯილდოებულია მედლებით.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ცხვრის ჯიში", დაიცვა 1951 წელს.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.158; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 7 .-თბ.,1984.-გვ.329

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ კომუნისტური პარტია, წევრი (1938-1980)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1949 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: