The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ სიმონიშვილი

ვარლამ სიმონიშვილი
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1950  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ შემოქმედის მონასტრის ეზო, ოზურგეთი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი 1896 წელს.

1900 წელს გაიცნო სამუელ ჩავლეიშვილი და მონაწილეობდა მის გუნდში; 1901 წლიდან იგი ფილიმონ ქორიძესთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა; ფ. ქორიძის დახმარებით სიმონიშვილმა ისწავლა მუსიკალური ნოტები და დაეუფლა პროფესიულ ჩვევებს თვითმოქმედი გუნდის ხელმძღვანელობისათვის; 1902 წლიდან გალობას ასწავლიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში; 1903 წლიდან ჩამოაყალიბა გუნდი გურიასა და აჭარაში; არტემ ერქომაიოშვილთან და დიმიტრი პატარავასთან ერთად ჩაწერა საგალობელთა კრებული "11 მარგალიტი"; 1920-იანი წლებიდან სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს; 1927–1935წწ.  წარმატებით გამოვიდა კონცერტებით მოსკოვში; ხშირად მართავდა კონცერტებს; ქმნიდა სიმღერებსაც("გაზაფხული", "ძველი ხელხვავი", "ადილა", "დათვების ლხინი", ს. ჩავლეიშვილთან ერთად–საჩონგურო სიმღერები "დილა", "ახლა ვხედავ საყვარელო", "საქართველოს მზე ეწვია"); დიდი როლი შეასრულა გურული ხალხური სიმღერების განვითარებაში, შექმნა ამა თუ იმ სიმღერის ცალკეულ ხმათა ვარიანტები; სხვადასხვა დროს მისი მოსწავლეები იყვნენ ლოტბარები ესე ჭანიშვილი, დომენტი ქარჩავა, მარგალიტა სადრაძე, შერმადინ ჭკუასელი, ვარლამ ვაშალომიძე, ილარიონ სიხარულიძე; იყო ქართული ხალხური სიმღერის ოსტატი, თვითმოქმედი გუნდების ჩამოყალიბების ერთ–ერთი ინიციატორი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 249; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9. -თბ., 1985. -გვ. 353; qwelly.comalazani.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: