შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე სოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია (ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი) 1930 წელს. 1925–1928 წლებში სიმღერას ეუფლებოდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა (მარგარიტა – გუნოს "ფაუსტი"), ამ დროიდან 1953 წლამდე ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1930–1936 წლებში ორჯერ მიიწვიეს სოლისტად სსრკ მოსკოვის დიდ თეატრში. მას ჰქონდა ხავერდოვანი ტემბრის ხმა, დახვეწილი ვოკალური ტექნიკა (ლირიული სოპრანო), სცენური მომხიბლაობა. მისი შესრულებული პარტიებია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მარგარიტა (გუნოს "ფაუსტი"), მიქაელა (ბიზეს "კარმენი"), დეზდემონა (ვერდის "ოტელო"), ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ნედა (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ნესტანი (შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), ყივჩაღი ქალიშვილი (ბოროდინის "თავადი იგორი"), ბატერფლაი, მიმი (პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ნატალია (ი. ძერჟინსკის "წყნარი დონი"). წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 259; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.31 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |