The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძე
Date of birth:12 October, 1977  (47 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. ვირსალაძის სახელობის სკოლა 1992 წელს(საესტრადო–თეატრალური განხრით), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2001 წელს.

2001 წელს გაიარა სამ თვიანი სტაჟირება მილანის "ლა–სკალასთან" არსებულ ჯ. ვერდის სახელობის ვოკალის აკადემიაში, რის უფლებაც მოიპოვა შესარჩევ კონკურსში; 2002 წლის გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღო "ლა–სკალას" სპექტაკლებში რ. შტრაუსის "სალომე" და მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"(ეპიზოდური როლი), სექტემბერში იქვე შეასრულა მთავარი როლი კუნიძი, ვერდის "ობერტოს" პრემიერაში; 2002 წელს პირველად გამოვიდა ბარსელონის საოპერო თეატრ "ლისეოს" დიდ სცენაზე, დ. შოსტაკოვიჩის ოპერაში "მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი"(სონეტკას პარტია); მონაწილეობდა იტალიაში გამართულ მთელ რიგ კონცერტებში; მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია, შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ჯ. პერის, ბიზეს, ვერდის, შტრაუსის, მუსორგსკის, შოსტაკოვიჩის, ოფენბახის, მოცარტის, პროკოფიევის, ბეთჰოვენის და ჩაიკოვსკის ოპერებიდან; მღერის კონტრაქტებით მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში; ფლობს ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმას(მეცო–სოპრანო), გამოირჩევა არტისტული მონაცემებით; 2003 წელს ის რიკარდო მუტის შეხვდა, მოგვიანებით საშობაო კონცერტზე, მუტის დირიჟორობით იმღერა; გამოდის მსოფლიო საოპერო სცენებზე: გენუა, ტოკიო, ბარსელონა, მილანი, ჰამბურგი, პარმა, ნეპალი, გრაცი, ვერონა, ჩიკაგო, თელავივი, ფრანქფურტი, ტურინი; გადაღებულია რამდენიმე ფილმში: "მეტიჩარა", "ვალსი პეჩორაზე", პლაჩიდო დომინგოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში "ოპერა"; მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტებში მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებთან ერთად. ქართველი მეცო-სოპრანო. მიღებული აქვს ჟენევის კინო ფილმების ფესტივალის სპეციალური პრიზი მთავარი როლისათვის ფილმში "ვალსი პეჩორაზე", 2000 წელს საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (ქ. ტულუზა, საფრანგეთი), 2001 წელს ფ. ვენიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის II პრემია და სამი სპეციალური პრიზი (ბარსელონა), 2005 მიშკოლცის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, 2015 - იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის გახდა იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, 2016 - კონკურსი "GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება", "ოპერის ოსკარი", საუკეთესო მეცო-სოპრანო (იტალია).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 262; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge 

Member of Organizations

  • საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე", დამფუძნებელი

Awards and Honors

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Share: