The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კობალავა

დავით კობალავა
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1988  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოვაური, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი 1937 წელს.

1937 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის კერძო ზოოტექნიკის კათედრაზე; 1938-1941წწ. სწავლობს მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ასპირანტურაში; 1941-1945წწ. საქართველოს მიწსახკომის სანაშენო საქმის ინსპექტორია; 1945-1956წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცხენეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1959-1967წწ. ახლად რეორგანიზებული ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ცხოველთა კვების და საკვებთა ტექნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1967-1987წწ. ჯერ მეცხენეობის, ხოლო შემდეგ მეცხენეობა-მებოცვრეობის განყოფილების გამგე. არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელიც ეხება მეცხენეობას, მებოცვრეობას და ცხოველთა კვების საკითხებს. ზოოტექნიკოსი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასოფლო-სამეურნეო წარმოების ანარჩენების ბიოლოგიური გადამუშავების შედეგად მიღებული ბაქტერიული ბიომასის გამოყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის პროდუქტიულობის გადიდების საქმეში", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.163

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: