შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1952წწ. მუშაობდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ექიმ–ასისტენტად, 1952–1963წწ. მეცნიერ–თანამშრომლად. 1963 წლიდან იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი. არის 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება ტრანსფუზიოლოგიისა და ჰემატოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ექიმი–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სწავლული მდივანი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტული მასის დაკონსერვება ახალი კოლოიდური პლაზმოშემცვლელი ხსნარების გამოყენებით", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.158
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |