შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს. 1980–1981წწ. მუშაობდა მე–14 ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრად; 1981 წლიდან მე–13 ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგეა; 1991–1993წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს ამბულატორიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. არის 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სერტიფიკატი ლაქტაციის მართვის(1995) და რესპირატორულ დარღვევათა მკურნალობა ბავშვებში(1996). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბრონქიტების რეციდივების მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში ჰიპობარიული ჰიპოქსიით და მისი აფექტურობის შეფასება ჰიპოფიზურ–თირეოიდული სისტემის ფუნქციური მაჩვენებლებით". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.159 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |