შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მელითაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1929 წელს. 1929 წელს მუშობა დაიწყო საქართველოს მიწსახკომის ცენტრალურ ზოოტექნიკურ სადგურში მეცხვარეობის ლაბორატორიაში ლაბორანტად; 1930 წელს ამავე სადგურის ჰისტოლოგიის ლაბორატორიაში უფროსს ასისტენტად; 1930-1932წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტის მსხვილფეხა რქოსანი საქონლის კათედრის ასისტენტად; 1932 წელს ინიშნება ამიერკავკასიის მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰისტოლოგიის ლაბორატორიის გამგედ და შეთავსებით ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის შინაურ ცხოველთა კვების კათედრის ასისტენტად; 1933-1936წწ. სამტრესტის შირაქის საბჭოთა მეურნეობის უფროსი ზოოტექნიკოსი; 1936-1938წწ. საქართველოს განსახკომის ზოობიოლოგიური სადგურის ჰიბრიდიზაციის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1938 წლიდან საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის დოცენტი, მეღორეობის და მეცხვარეობის საგნის ხელმძღვანელი; 1942-1947წწ. თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე; 1950-1954წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1954-1972წწ. და 1975-1976წწ. საქართველოს ზოოვეტინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტის დეკანი; 1972-1984წწ. ხელმძღვანელობს მეცხოველეობის კათედრას და უძღვება მეღორეობის კურსს ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე, 1984-1986წწ. აღნიშნული კათედრის დოცენტი. არის 60-მდე მეცნიერული ნაშრომის და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თუშური თოხლის ინტენსიური სუქება", დაიცვა 1937 წელს. წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.166 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |