შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გეგელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადებისა დგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს მასწავლებლად ა.ს. ჩერნიაევის ზოგად-საგანმანათლებლო კურსებზე; შეთავსებიათ ლექტორად მიიწვიეს ლუტუგინის სახელობის მუშათა უნივერსიტეტში; 1914 წლიდან ა.ს. ჩერნიაევის სახელობის პეტერბურგის რეალური სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებელი; 1916 წლიდან ამავე სასწავლებლის ინსპექტორი; 1917 წლიდან დირექტორი; 1920-1921წწ. თბილისის გიმნაზიის დირექტორი; 1922 წელს თბილისის სკოლების რეორგანიზაციის შედეგ დაინიშნა მე-4 და მე-12 ტექნიკუმების მათემატიკის მასწავლებლად; 1923 წელს დანიშნეს მე-12 ტექნიკუმის გამგედ; 1924 -1930წწ. თბილისის მოზრდილთა საღამოს პირველი ტექნიკუმის გამგე; 1929-1930 სასწავლო წელს მიწვეული იყო საქართველოს სახელმწიფო ინდუსტრიული ინსტიტუტის ლექტორად; 1930-1931წწ. სამთო და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის დოცენტი; 1931-1932წწ. სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის ლექტორი, 1933 წლიდან კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დოცენტი. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |