შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვარძია, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი აგრონომ-ზოოტექნიკოსისი კვალიფიკაციით 1927 წელს. შრომითი საქმიანობა სტუდენტობის წლებში დაიწყო, 1922-1924წწ. მუშობს პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1924 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1930-1932წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კერძო მეცხოველეობის კათედრის პედაგოგი; 1932 წელს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ჩამოყალიბების შემდეგ კერძო ზოოტექნიკის კათედრის ასისტენტია და მიჰყავს პრაქტიკული მეცადინეობების კურსი ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე მეფრინველეობაში და კერძო მეცხოველეობა-მომშენებლობის საფუძვლები - ვეტერინარულ ფაკულტეტზე; 1937-1946წწ. კერძო მეცხოველეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1946-1984წწ. კათედრის დოცენტი და მიჰყავს როგორც სალექციო, ისე პრაქტიკული კურსი მეფრინველეობის საგანში; 1930-1940წწ. პარალელურად შეთავსებით მუშობს საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეფრინველეობის განყოფილებაში აგროტექნიკოსად, ასისტენტად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1935-1940წწ. განყოფილების გამგედ. მისი მეცნიერული მუშობა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა მომშენებლობის და გენეტიკის საკითხებს, ადგილობრივი ფრინველის გენოფონდის შესწავლის პარალელურად ამუშავებს მეფრინველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის და კვერცხის ინკუბაციის საკითხებს, ფრინველთა ჯიშობრივი დარაიონების გეგმას. მის მიერ შედგენილი და გამოცემულია 17 დამხმარე სახელმძღვანელო, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; აქტიურად მონაწილეობდა მეფრინველეობის ქართული ტერმინოლოგიის შემუშავებაში, იყო ქართული ენციკლოპედიის სასოფლო-სამეურნეო სექციის წევრი. სოფლის მეურნების მეცნიერებათა კანდიდატი(1946), ზოოტექნიკოსი. წყარო: საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.169 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |