| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერი კობეშავიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1958წწ. იყო ვანის რაიონის საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი, 1958–1968წწ. ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ალერგოლოგიური ლაბორატორიის კაბინეტის გამგე, 1969–1982წწ. ექსპერიმენტალური და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1982 წლიდან იყო თერაპიის ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი–კარდიოლოგი. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებშიც გაშუქებულია ვიტამინი C და B6–ს მოქმედება 17 ვეტოსტეროიდის ექსკრეციაზე ბრონქული ასთმის დროს; აღნიშნული ვიტამინებით ერთდროული დატვირთვის მოქმედება ჰიპოფიზიოადრენალური სისტემის ფუნქციონალური სისტემის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე ბრონქული ასთმის დროს; C, B, PP ვიტამინების შემცველობის დონე კუჭის წყლულოვანი დაავადების "ხაშით"(ქართული საჭმელი) მკურნალობის შედეგად; მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილი ავადმყოფების რეაბილიტაციის პერიოდში სამკურნალო ფიზკულტურის და ზოგი მედიკამენტის მოქმედების საკითხები. აგრეთვე ავტორია მეთოდური წერილებისა(თანამშრომლებთან ერთად) მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა რეაბილიტაციის საკითხებზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. თერაპევტი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბრონქული ასთმის დროს ვიტამინი C და B6 ცვლის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლების ცვლილებების საკითხისათვის", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.159 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

