შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე გეგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი, გალის რაიონი. დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი 1880 წელს. დაბა ოჩამჩირეში კერძო სკოლა გახსნა და მასწავლებლობა დაიწყო. ეს იყო პირველი სკოლა ოჩამჩირეში, რომელიც შემდეგში ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. 1890 წელს სოფელ ოქუმის ორკლასიან სკოლაში გადავიდა; ხუთი წლის შემდეგ, როგორც პოლიტიკურად შემჩნეული, სკოლიდან გაათავისუფლეს; იგი ჩაება სოფლის მეურნეობაში, მოაწყო სამაგალითო მეურნეობა და მოსახლეობას ეხმარებოდა; ოქუმში გახსნა უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ააგო საკუთარი შენობა ბიბლიოთეკისთვის; "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დახმარებით შეიძინა სათანადო ლიტერატურა და თვითონ ასრულებდა ბიბლიოთეკარის მოვალეობას და მის მიერ ჩამოყალიბებული დრამატული წრის ხელმძღვანელობას; 1904 წელს როგორც, "გამოუსწორებელი და მავნე ელემენტი" სამუდამოდ იქნა გადასახლებული რუსეთის შორეულ გუბერნიაში; 1905 წლიდან ბრუნდება საქართველოში და კვლავ ებმება სასკოლო მუშაობაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიწვეულ იქნა გალის ცხრაწლიანი სკოლის აგრონომ-მასწავლებლად. იგი სხვადასხვა გაზეთისა და ჟურნალის მუდმივი კორესპონდენტი იყო, წერდა როგორც პირდაპირი ხელმოწერით, ისე "ოდეშელის“ ფსევდონიმითაც; მისი ლექსები შეტანილია რამდენიმე კრებულში. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |