The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გეგია

ივანე გეგია
სხვა სახელი:ოდეშელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:1941  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი, გალის რაიონი. 

დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი 1880 წელს.

დაბა ოჩამჩირეში კერძო სკოლა გახსნა და მასწავლებლობა დაიწყო. ეს იყო პირველი სკოლა ოჩამჩირეში, რომელიც შემდეგში ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. 1890 წელს სოფელ ოქუმის ორკლასიან სკოლაში გადავიდა; ხუთი წლის შემდეგ, როგორც პოლიტიკურად შემჩნეული, სკოლიდან გაათავისუფლეს; იგი ჩაება სოფლის მეურნეობაში, მოაწყო სამაგალითო მეურნეობა და მოსახლეობას ეხმარებოდა; ოქუმში გახსნა უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ააგო საკუთარი შენობა ბიბლიოთეკისთვის; "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დახმარებით შეიძინა სათანადო ლიტერატურა და თვითონ ასრულებდა ბიბლიოთეკარის მოვალეობას და მის მიერ ჩამოყალიბებული დრამატული წრის ხელმძღვანელობას; 1904 წელს როგორც, "გამოუსწორებელი და მავნე ელემენტი" სამუდამოდ იქნა გადასახლებული რუსეთის შორეულ გუბერნიაში; 1905 წლიდან ბრუნდება საქართველოში და კვლავ ებმება სასკოლო მუშაობაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიწვეულ იქნა გალის ცხრაწლიანი სკოლის აგრონომ-მასწავლებლად. იგი სხვადასხვა გაზეთისა და ჟურნალის მუდმივი კორესპონდენტი იყო, წერდა როგორც პირდაპირი ხელმოწერით, ისე "ოდეშელის“ ფსევდონიმითაც; მისი ლექსები შეტანილია რამდენიმე კრებულში. 

წყარო: ანმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1886-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: