The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულეიმან დიასამიძე

სულეიმან დიასამიძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1962  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი, ორთაბათუმის სასაფლაო
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1921 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1932 წელს.

ახალგაზრდობაში რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება; დაინტერესებული იყო ქართველი მუჰაჯირების ბედით; ამ მიზნით მოინახულა ტრაპიზონი, სამსუნი, სტამბოლი და სხვა ადგილები; 1921 წელს საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის დავალებით დიდი მუშაობა გასწია ღარიბ გლეხთა კომიტეტის ჩამოსაყალიბებლად; ებრძოდა პანისლამიზმის მიმდევრებს; 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად; შემდეგ თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.403; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სფსრ ცაკი, წევრი
  • აჭარის ასსრ ცაკი, წევრი
  • აჭარის სახკომსაბჭო, თავმჯდომარე (1922-1923)
  • მშრომელთა დეპუტატების ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარე (1929-)
  • სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, მდივანი (1918-)
  • საქართველოს სსრ ცაკი, წევრი
  • ღარიბთა კომიტეტის ცენტრალური ბიურო, წევრი (1921-)

გააზიარე: