შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა დიასამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1934 წელს. 1929 წლიდან თამაშობდა თბილისის უნივერსიტეტის გუნდში; 1934 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის და სპორტის კათედრაზე; 1941-1945წწ. იყო ამავე კათედრის გამგე; 1944 წელს ჩამოაყალიბა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელ ქალთა გუნდი, რომელიც 1948 წელს ჩემპიონი გახდა; 1947-1949წწ. მიიწვიეს თბილისის "დინამოს" ოსტატ კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელად(1947 წელს სსრკ პირველობაზე II ადგილი; 1949 წელს სსრკ თასი); 1948-1952წწ. ავარჯიშებდა თბილისის განათლების განყოფილების ბავშვთა გუნდს; 1949-1953წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის და სპორტის კათედრის მასწავლებელი და ქალთა ნაკრების გუნდის მწვრთნელი; 1953 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პედაგოგად და ვაჟთა გუნდის მწვრთნელად; აღზარდა არაერთი ცნობილი კალათბურთელი; ქართული კალათბურთის ერთ–ერთი ფუძემდებელი; კალათბურთის მწვრთნელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.403 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |