The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ტაბლიაშვილი

ვახტანგ ტაბლიაშვილი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:28 მაისი, 2002  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი 1939 წელს.

1939 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი, დადგა ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"(მისივე ინსცენირება), ნიკოლოზ პოგოდინის "კრემლის კურანტები", ალექსანდრე ოსტროვსკის "უმზითვო", ლევან გოთუას "დავით აღაშენებელი", იულიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", ალექსანდრე ყაზბეგის "მოძღვარი"(მისივე ინსცენირება), ვალერიან კანდელაკის "მაია წყნეთელი"; 1956–1965წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავრი რეჟისორი; დადგა ზ. ფალიაშვლის "დაისი", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", ვერდის "ტრუბადური", მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა მასშტაბურობით; 1967 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; გადაღებული აქვს ფილმები, მათ შორისაა მუსიკალური – "ქეთო და კოტე"(1948, რეჟისორ შ. გედევანიშვილთან ერთად),  "დიდოსტატის მარჯვენა"(1970-1971, 2 სერიად, რეჟისორ დევი აბაშიძესთან ერთად ), "ლევან ხიდაშელი"(1973).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 263; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1969 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1945 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: