The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ტაკიძე

რევაზ ტაკიძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(საფორტეპიანო), 1973 წელს(სადირიჟორო).

1972 წლიდან მუშაობს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო მომზადების კათედრაზე, 1972 წლიდან დირიჟორობს საქართველოს სახელმწიფო ორკესტრს; 1975 წლიდან მუშაობს ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც დირიჟორობს საოპერო და საბალეტო სპექტაკლებს; ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად დადგმული აქვს დავით თორაძის "გორდა" და ლუდვიგ მინკუსის "ბაიადერა", მიხაილ ლავროვსკისთან ერთად –  სერგეი პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტა"; 1980–1994წწ. იყო ქ. გორის მუსიკალური სასწავლებლის საოპერო სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი; 2000–2013წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის გამგე, დირიჟორობს კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლებს, 2000 წლიდან მთავარი დირიჟორია, მისი ხელმძღვანელობით დადგმულ სპექტაკლებში დაოსტატდნენ ახალგაზრდა მომღერლები, რომლებიც დღეს საყოველთაოდ აღიარებული არტისტები არიან: პ. ბურჭულაძე, ნ. სურგულაძე, ნ. მაჩაიძე, ქ. ქემოკლიძე, გ. გაგნიძე; 2010-2013წწ. თბილისის კონსერვატორიის სტუდენტურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა, რომელთანაც, სტუდენტ-სოლისტების გარდა, სიამოვნებით თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ლ. ისაკაძე, ა. კორსანტია, ხ. ბუნიათიშვილი; ხშირად გამოდის სიმფონიური მუსიკის კონცერტებით. ჩატარებული აქვს ო. თაქთაქიშვილის, ნ. გუდიაშვილის, ვ. აზარაშვილის, რ. ქარუხნიშვილის, ე. ლომდარიძის საავტორო კონცერტები, აგრეთვე, ქართველ კომპოზიტორთა სიმფონიური მუსიკის საღამოები; საგასტროლო კონცერტებსა და სპექტაკლებს დირიჟორობდა რუმინეთში, ისრაელში, მალტაზე, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 263; 

http://www.opera.ge/State-Opera/Conductors/revaz_takidze.aspx

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: