The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გიუნაშვილი

ივანე გიუნაშვილი
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1935  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია 1894 წელს.

დაინიშნა მასწავლებლად ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისის სკოლაში. 1901 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იგი მასწავლებლად მიიწვია სოფელ წინარეხის სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით ასობით და ათასობით ბავშვმა ისწავლა წერა-კითხვა და გზა გაიკაფა ცხოვრებაში, ამავე დროს, გლეხობის ნამდვილი მოამაგე იყო, გულწრფელად იზიარებდა მათ ჭირსა და ლხინს და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. მასწავლებლობის გარდა სალიტერატურო და მთრგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა, ათავსებდა სტატიებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, ეხებოდა მაშინდელი სოფლის მრავალ საჭირბოროტო საკითხს.

წყარო:ანმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1903-)

გააზიარე: