Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ კოპაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე 1974 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი - 1977 წელს. 1977–1978წწ. - თბილისის ორთოპედიულ–ტრამვატოლოგიური საავადმყოფო; 1978–1982წწ. - სურამის ტრამვატოლოგიური საავადმყოფო; 1982-2012წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის განყოფილება; 1994 წლიდან - თბილისის სამედიცინო აკადემიის სისხლძარღვთა და გადაუდებელი ქირურგიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003 წლიდან პ. შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია, კითხულობს ლექციების კურსს სისხლძარღვთა ქირურგიაში; 2012 წლიდან შპს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიის ცენტრი, გადაუდებელი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის 28 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კვლევის თემა: რეგიონული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა მტევნის მწვავე შერწყმული ტრამვის კომპლექსური აღდგენითი მკურნალობის დროს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თორაკოდორსალური ნაფლეთის გამოყენება რეკონსტრუქციულ პლასტიკურ ქირურგიაში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეგიონალური სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა მტევნის მწვავე შერწყმული ტრამვის კომპლექსური აღდგენითი მკურნალობის დროს", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.161; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.341; vidal.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.66 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |