The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიქაელ ტარივერდიევი

მიქაელ ტარივერდიევი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1931
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1997  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სომხური სასაფლაო, ქ. მოსკოვი.
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში (შ. მშველიძესთან) და მოსკოვში გნესინების სახელობის მუსიკალურ–პედაგოგიურ ინსტიტუტში.

16 წლისამ დაწერა ორაქტიანი ოპერა, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა; შემოქმედებითი მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: კამერული მუსიკა, მუსიკალური თეატრი, მუსიკა კინო და ტელეფილმებისათვის; ფართო აღიარება მოიპოვა მისმა მუსიკამ კინოფილმებისათვის "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" და ტელესერიალისათვის "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება"; ავტორია 132 კინო-მუსიკის, ასევე შექმნილი აქვს 100 რომანსი, 4 ოპერა, 4 ბალეტი, მუსიკა ორღანისთვის. მიღებული აქვს ამერიკის მუსიკალური აკადემიის პრემია (ნიუ–იორკი).

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.264; მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 264

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - რსფსრ სახალხო არტისტი
  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: