Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესიკ კოჭლამაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976–1979წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის ასპირანტი; 1979–1987წწ. - ასისტენტი; 1987–1989წწ. - უფროსი მასწავლებელი; 1989 წლიდან - ამავე კათედრის დოცენტი; 1991–1992წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის ასოცირებული პროფესორი; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა გერონტომორფოლოგიის, იმუნომორფოლოგიის, აუტოიმუნური პროცესების შესახებ. უმაღლესი კატეგორიის პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლიმფოიდური ორგანოების მორფოლოგიურ ცვლილებათა ასაკობრივი თავისებურებანი ნორმასა და ექსპერიმენტული აუტოიმუნური კარდიომიოპათიის დროს", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გნოტობიონტების იმუნოკომპეტენტური ორგანოების მორფოლოგიური თავისებურებანი პოსტნატალურ ონტოგენეზში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.164; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.343 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |