შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არმენ ტიგრანიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1902 წელს(ფლეიტის კლასი). კომპოზიციაში მეცადინეობდა მ. ეკმალიანთან, შემდეგ მოღვაწეობდა ალექსანდროპოლში; 1913 წლიდან ცხოვრობდა თბილისში; იყო "სომხური მუსიკალური საზოგადოების" წევრი (1912-1921წწ., შემდეგში "სომხეთის ხელოვნების სახლი"); ის არის პირველი სომხური ხალხურ–ყოფითი ოპერის "ანუშის" ავტორი (1908–1912, III რედაქცია 1939), დაწერა აგრეთვე სასიმღერო დრამა "ლეილი და მაჯნუნი" (1917), ისტორიულ–პატრიოტული ოპერა "დავით–ბეგი" (1950). წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 267 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |