The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არმენ ტიგრანიანი

არმენ ტიგრანიანი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1950  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი, ახლანდელი გიუმრი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1902 წელს(ფლეიტის კლასი).

კომპოზიციაში მეცადინეობდა მ. ეკმალიანთან, შემდეგ მოღვაწეობდა ალექსანდროპოლში; 1913 წლიდან ცხოვრობდა თბილისში; იყო "სომხური მუსიკალური საზოგადოების" წევრი (1912-1921წწ., შემდეგში "სომხეთის ხელოვნების სახლი"); ის არის პირველი სომხური ხალხურ–ყოფითი ოპერის "ანუშის" ავტორი (1908–1912, III რედაქცია 1939), დაწერა აგრეთვე სასიმღერო დრამა "ლეილი და მაჯნუნი" (1917), ისტორიულ–პატრიოტული ოპერა "დავით–ბეგი" (1950).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 267

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1936 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1935 - სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: