შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ტუღუში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს. 1955 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(კოლორატურული სოპრანო); მის მიერ შესრულებული პარტიებია: მარო, მარიხი(ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ქეთო(ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), მარგალიტა(ო. თაქთაქიშვილის "პირველი სიყვარული"), ლიუდმილა(გლინკას "რუსლან და ლიუდმილა"), ლუჩია, ნორინა(დონიცეტის "ლუჩია დი ლამერური", "დონ პასკუალე"), ჯილდა, ვიოლეტა(ვერდის "რიგოლეტო", "ტრავიატა"), როზინა(როსინის "სევილიელი დალაქი"); მას მრავალჯერ უმღერია სსრკ მოსკოვის დიდი თეატრის სცენზე; გამოდიოდა სოლო კონცერტებით, გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ; 1975 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 271 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |