The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ტუღუში

ნათელა ტუღუში
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 1995  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს.

1955 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(კოლორატურული სოპრანო); მის მიერ შესრულებული პარტიებია: მარო, მარიხი(ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ქეთო(ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), მარგალიტა(ო. თაქთაქიშვილის "პირველი სიყვარული"), ლიუდმილა(გლინკას "რუსლან და ლიუდმილა"), ლუჩია, ნორინა(დონიცეტის "ლუჩია დი ლამერური", "დონ პასკუალე"), ჯილდა, ვიოლეტა(ვერდის "რიგოლეტო", "ტრავიატა"), როზინა(როსინის "სევილიელი დალაქი"); მას მრავალჯერ უმღერია სსრკ მოსკოვის დიდი თეატრის სცენზე; გამოდიოდა სოლო კონცერტებით, გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ; 1975 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 271


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: